spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასაგრანტო პროგრამის "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" 2021...

საგრანტო პროგრამის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” 2021 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გახსნილად გამოაცხადა საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.
აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

პროგრამის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, საინფორმაციო მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საგრანტო პროგრამა, იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი, გაიცემა მიზნობრივ ჯგუფებზე, უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს პოპულარიზაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაზე. პროგრამის, უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის მიზანია, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს პოპულარიზაცია, კულტურული დიპლომატიის განვითარება,” – აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

მიმდინარე წლის კონკურსის შესახებ ინფორმაცია

  • მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში (1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. აზერბაიჯანი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები; 4. ბელარუსი 5. ბელგიის სამეფო; 6. ბულგარეთი; 7. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 8. დანია; 9. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 10. ესპანეთის სამეფო 11. ესტონეთი;  12. თურქეთის რესპუბლიკა; 13. იაპონია; 14. ირლანდია; 15. ისრაელის სახელმწიფო; 16.  იტალიის რესპუბლიკა; 17. ლატვია; 18. ლიეტუვა; 19. ნორვეგია; 20. ნიდერლანდების სამეფო; 21. პოლონეთის რესპუბლიკა; 22. საბერძნეთის რესპუბლიკა; 23. სამხრეთ აფრიკა; 24. საფრანგეთის რესპუბლიკა; 25. უკრაინა; 26.  უნგრეთი;  27. შვედეთის სამეფო; 28. შვეიცარია; 29. ჩინეთი; 30.  ჩეხეთის რესპუბლიკა);
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს  ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოსა და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)   წარმომადგენლების შემადენლობით;
  • განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  youngambassador@mfa.gov.ge

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • შევსებული საკონკურსო განაცხადი;
  • სამოქმედო გეგმა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ფოტოსურათი;
  • CV ქართულ ენაზე;
  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა და სხვა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში (ან ონლაინ ფორმატში, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით) გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც, „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმას.

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა – დანართები:

  1. პროგრამის აღწერილობა;
  2. განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მესამე მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55. (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).

ავტორი
სალომე მჭედლიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...