შაბათი, აპრილი 27, 2024

“ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს და ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დავინახავთ თბილისის ქუჩებში – ნინო ბურჯანაძე

,,ლეიბორისტული პარტიის’’ ოფისში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს 15 მაისს საპროტესტო აქციის სამოქმედო გეგმა და ჩაშლილი მოლაპარაკებების საკითხი. ასევე გაჟღერდა ,,15 მაისს შტაბის’’ შექმნის იდეაც, რომლის შესახებაც ,,ერთიანი საქართველოს’’ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომანტარში განაცხადა:

,,ჩამოყალიბდება ,,15 მაისის შტაბი’’. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს. სასურველია, რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში ადამიანებთან შესახვედრად.

ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს, იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება კოვიდის თვალსაზრისით და ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დავინახავთ თბილისის ქუჩებში’’, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ავტორი
ნინო დავითაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული