spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი მხრივ გული მერევა, როცა ვუყურებ ივანიშვილის ავადმყოფ...

“ერთი მხრივ გული მერევა, როცა ვუყურებ ივანიშვილის ავადმყოფ არარაობებს და მეორე მხრივ ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და საერთოდ ქართველობით” – მიხეილ სააკაშვილი

პოზნერის საქართველოში ვიზიტს, ვიდეო მიმართვით ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით პოზნერის ჩამოსვლა სტუმარ-მასპინძლობას არ ნიშნავს, მტერი რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა ან პასპორტი აქვს:

გუშინწინდელ ვიზიტზე რუსეთის პროპაგანდისტების ლიდერები საქართველოში. საქმე იმაშია, რომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ პოზნერი არის ამერიკელი, პოზნერი არის ასეთი, ისეთი. ჯერ ერთი, მაგ დელეგაციაში მთავარი იყო არა პოზნერი, არამედ ТАСС-ის გენერალური დირექტორი, რომელსაც, რომ წარმოიდგინოთ, არა მხოლოდ უკრაინაში ეკრძალება შემოსვლა, ТАСС-ის საიტზე ვერ შეხვალ უკრაინაში, იმიტომ, რომ უკრაინის მთავრობას აკრძალული აქვთ მათ საიტზე შესვლაც კი, იმიტომ, რომ ТАСС-ი ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ. ეს არის მათი მთავარი იარაღი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

მეორე ეს არის “სპუტნიკი” ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია, საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ზუსტად ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას, ბოლომდე მორალის შერყევას რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ჩამოვიდნენ, პუტინთან დაახლოებული სხვა ოლიგარქები. ესენი არიან, ჰიბრიდული ომის, ყველაზე წინა ხაზის მებრძოლები და უბრალოდ ჯარისკაცები კი არა გენერლები, ესენი არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები. ზოგს ისრაელის პასპორტი აქვს და ზოგს ამერიკის, მაგრამ არც ერთი არ არის ისრაელის შვილი და არც მეორე ამერიკის, ყველანი ბედკრული რუსეთის შვილები არიან.

დააკვირდით ივანიშვილის ბოტებმა რა ამბავი ატეხეს. პოზნერი არის ადამიანი, რომელიც გორბაჩოვთან ერთად, პუტინთან ერთად გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ ამათ სახელი კიდევ ჰქონდათ დასავლეთში შერჩენილი. ეს არის ძველი „კაკებეშნიკი“, ეს არის ასევე საქართველოს დაუძინებელი მტერი და რა თქმა უნდა ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება, მაგრამ ერთის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ყველაფერში და მეორეს მხრივ იძახიან, რომ როგორ არ შეიძლებოდა შემოშვება, ეს რა უპატივცემულობაა. დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო როგორც სტუმარს, მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს. მტერი რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა აქვს ან პასპორტი აქვს.

2008 წელს როდესაც გორბაჩოვი გამოვიდა, მე მას სულ კუდით ვასროლინე ქვა, CNN-ზე , ლარი კინგის შოუში, სულ სამარცხვინო ვუძახე და ბოლომდე მოვაკეტინე. პოზნერს მაშინ ვერ მივწვდით, რადგან გორბაჩოვი და პოზნერი ერთად იყვნენ. ახლა ის, რაც მე დავაკელი მაშინ, ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა პოზნერს და რუს პროპაგანდისტებს. ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ერთი მხრივ გული მერევა, როცა ვუყურებ ივანიშვილის ავადმყოფ არარაობებს და მეორე მხრივ ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და საერთოდ ქართველობით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
სალომე მჭედლიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” –...

„ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან“,...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...