spot_img
მთავარიეს საინტერესოადღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების...

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს 82 წლის გახდებოდა. განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია 1939 წლის, 31 მარტს დაიბადა, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად, 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და მედროშე იყო.

მან დაარსა პოლიტიკური ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. 1990 წლის 28 ოქტომბერს კი ბლოკმა მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს უმრავლესობის მხარდაჭერით, 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩიეს.

სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტმა პოსტი 1992 წლის 6 იანვარს დატოვა, 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, მისი დაღუპვის გარემოებები ამ დრომდე უცნობია.

იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ავტორი
ნინო დავითაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

20-21 ივნისს, ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო...

23 ივნისს თბილისის დროით 08:07-ზე საქართველოში 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...