spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას,...

“კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს” – “სტრატეგია აღმასენებლის” განცხადება

მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიების კონკრეტული ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც მწვავე პოზიცია დააფიქსირა ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, რის გამოც, მათი აზრით, ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა. აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” და მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინ ხისტი პოზიცია ტაქტიკური შეცდომაა:

“სტრატეგია აღმაშენებელი” ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად. ეს ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს.

შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.

ჩვენთვის, “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” მნიშვნელოვანია არა ის, რა უფრო სასარგებლოა ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის არამედ ის, თუ რა გამოიყვანს საქართველოს შექმნილი კრიზისიდან და როგორ მოიგებს ამ ყველაფრით ქვეყანა, რომ ყველა ერთად, რაც შეიძლება მალე გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ“, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებელის” განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...