spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაარჩილ თალაკვაძე: ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც...

არჩილ თალაკვაძე: ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის – რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში

ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის – რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლიდერთა სკოლის“ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

შეხვედრა, რომელიც „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ონლაინ დისკუსიის მონაწილეებმა კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს.
დისკუსიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დეპუტატები – ნოდარ ტურძელაძე, მარიამ ლაშხი და ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ.

ემისიების შემცირება, წყლის რესურსების მართვა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ტყის რესურსები და მწვანე გარემო, ნარჩენების მართვა და ურბანიზაცია – ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც ონლაინ შეხვედრისას იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დეპუტატებმა ემისიების შემცირებასა და ეკოლოგიურად უფრო დამზოგველ ტრანსპორტზე, ენერგოეფექტურობის დანერგვასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ლიდერთა სკოლის სტუდენტებს კითხვები ჰქონდათ ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების, ურბანიზაციის პროცესის, ელექტროტრანსპორტის წახალისების და გარემოს დაბინძურებაზე არსებული რეგულაციების შესახებ.

დედამიწის დღე ის თარიღია, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ცივილიზებული საზოგადოება იკრიბება და განიხილავს, თუ რას მიაღწია კლიმატური ცვლილებების და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ; რა გამოწვევებია ამ სფეროში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. საამაყოა, რომ თითოეული თქვენგანი ამ გლობალური დისკუსიის მონაწილეები ხართ“,- მიმართა ლიდერთა სკოლის მონაწილეებს არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...