spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპელი სოციალისტები" კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი...

“ევროპელი სოციალისტები” კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

პარტია “ევროპელი სოციალისტები” განცხადებას ავრცელებს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავენ:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, 2020 წლის 30 ოქტომბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის გადასახადების სუბსიდირების შესახებ.

იმდენად რამდენადაც, ზემოთ აღნიშნულ 2020 წლის ნოემბერ, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებულთა რაოდენობამ, რამაც იძულებული გახადა მთავრობა კიდევ უფრო გაემკაცრებინა შეზღუდვები, ამას თან დაერთო სუსხიანი ზამთარი, მოსახლეობის სოციალ ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებლის აღება ხდება ყოველი თვის 11-13 მდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელის 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სრულყოფილად ვერ გამოიყენა მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირება (გაზის მოხმარებისთვის სუბსიდირება მოხდა 2020 წლის 11-13 ოქტომბრიდან 11-13 ნოემბრამდე , ხოლო ელექტროენერგიის 17-20 ოქტომბრიდან 17-20 ნოემბრამდე) და ეს ასევე ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ მიღებული 30 ოქტომბრის სუბსიდირების დადგენილების მე-2 მუხლის ჩანაწერს სადაც მითითებულია რომ “პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად”.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, არსებული სიტუაციიდან გამოდინარე, სუბსიდირების ვადა გახანგრძლივდეს კიდევ ერთი თვით, 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით. მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქნება პატარა შეღავათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას პარტია “ევროპელი სოციალისტების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...