spot_img
მთავარიკანონი და სამართალიეს ბრძოლა ნიკა მელიას უპირობო გამარჯვებით დამთავრდება -...

ეს ბრძოლა ნიკა მელიას უპირობო გამარჯვებით დამთავრდება – გიორგი კონდახაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ საქმე არის პოლიტიკურ სამართლებრივი შემადგენლობის და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი არ მიიღება სასამართლოში. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა ნიკა მელიას გამარჯვებით დასრულდება:

,,სისხლის სამართლის საქმე ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ამ საქმეზე არავითარი გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება.

ჩვენ, მოგეხსენებათ ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაშვებლობასთან დაკავშირებით, ჩვენი საჩივრის. თუმცა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც დასაშვებლობის კუთხით, ასევე დაუშვებლობის თვალსაზრისით.

ეს საქმე არის პოლიტიკურ სამართლებრივი შემადგენლობის. ამ საქმეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა სამართლებრივი საფუძველზე და მტკიცებულებებზე ვისაუბროთ ახლა, საბოლოო ჯამში იქნება ნიკა მელიას გათავისუფლებით და აი ამ ბრძოლის დასასრულით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით. აი ეს არის მისი პოზიცია.

სამომავლო ნაბიჯები არის ის, რომ ეს ბრძოლა მთავრდება გამარჯვებით და ეს ბრძოლა ნიკა მელიას უპირობო გამარჯვებით, რომელიც ვერც დაპატიმრებით და ვერც დაკავებით ვერანაირად ვერ შეჩერდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მისი მოწოდებაა ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...