საქართველოს მთავრობის ადმინისტრციის მიერ გავცელებული ინფორმაციით, დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული გრანტები გადაეცათ:
“დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, 15-მა მეწარმემ ჯამში 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო.
პროექტის მთავარი მიზანია, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, – მეწარმეებმა თავიანთ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.
სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.