ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ასე იხრწნება სისტემა, გგონიათ აქ დამთავრდა ეს ამბავი?” – ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებაზე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გასაჯაროვების ფაქტს ეხმიანება და მას უკანონობის, დევნისა და მორალური საძაგლობის შეფასებას აძლევს:

რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, თეა წულუკიანმა გაასაჯაროვა მთავარი ოპოზიციური მედიის დირექტორის პირადი ინფორმაცია და ამით გახსნა ორკესტრირებული ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ! (მართალია კამპანია ჩაიფუშა, მაგრამ წულუკიანის მოქმედების მოტივი და მიზანი ნათელია).

ამ უკანონობას, დევნას და მორალურ საძაგლობას ერთიმეორის მიყოლებით სწრაფად მწვანე შუქი აუნთეს ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებმა და სხვებმა. ერთი ადამიანი არ მოიძებნა ოცნებაში, ვინც გაემიჯნებოდა ამ საძაგლობას და დანაშაულს!

ხოლო ოფიციალურ სახელმწიფო უწყებებს დღემდე რეაგირება არ მოუხდენიათ (ალბათ, “საქმეს სწავლობენ”!🙃)

ასე იხრწნება სისტემა, გგონიათ აქ დამთავრდა ეს ამბავი?

ქვედა რგოლებმა “მესიჯი მიიღეს” და სწრაფად განავრცეს პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის დარღვევით ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელების ეს ნოუჰაუ – ვისაც რა დონეზე ხელეწიფებოდა – იმ დონეზე.

ორი დღის წინ, შსს-მ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის ნომერი “ვერ იპოვა” და დედამისს დაურეკა: თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინაო (დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობას გულისხმობდნენ)! დედის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი…

მერე, როგორც სოც.ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის არასრულწლოვან(!) დისშვილს დაურეკეს და დეიდას “უსაქციელობაზე” ბავშვს ესაუბრნენ!
(ესეც დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის).

დღეს, ლელოს წევრის, ლუკა თევზაძის დედას დაურეკეს – თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინაო! (ესეც დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის).
ვინ იქნება შემდეგი?!” – წერს ანა ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული