კვირა, ივნისი 29, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ,...

“გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ოფისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მმართველმა პარტიამ დაიწყო მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე და მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ოპოზიციის მხრიდან:

საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით.

ჩვენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარეთ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, გავმართეთ დისკუსიაც ამ თემაზე. შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში.

აქვე, გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე”.

ისინი, ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, – რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის” ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს მათი პოზიციაც ამ საკითხზე,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...