spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძვირფასო ოპოზიცია, ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და...

ძვირფასო ოპოზიცია, ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და ცვლილებებსაც თქვენგან ველით! – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციას მიმართავს, კონკრეტულ აქტივობებზე აკეთებს აქცენტს და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ მოუწოდებს:

ძვირფასო ოპოზიციავ, ჩვენ არ ველოდებით და არ მოვითხოვთ თქვენგან ასიათასიან მიტინგს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ), არც ხელისუფლების მყისიერ გადაგდებას, არა. ჩვენ გვინდა (და არა – მოვითხოვთ), რომ დაიწყოთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და არ იყოს ალეკო ელისაშვილის და თეა წულუკიანის ტექსტები მთავარი განხილვის საგანი.

აი, ნაცმოძრაობის განახლება – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, ბათუმში მუდმივი აქცია (“თავისუფლების კვარტალი”) – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, სირცხვილიას აქციები, დაგეგმილიც (პროატიული) და სპორადულიც (რეაქტიული) – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, მოძრაობა საქართველოსთვის (2020-ის სახელითაც იცნობენ) კარვები პარლამენტთან – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, გიორგი ვაშაძის რეგიონებში სიარული – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, ნიკა მელიას ბრიფინგი – არ გადავიხდი, დამიჭირეთ, – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

სწორედ ასე დასრულდება “ქართული ოცნება”, რომელიც ისედაც თვითგანადგურების რეჟიმშია. მერე ის ასიათასიანი მიტინგიც იქნება და ყველაფერი დანარჩენიც.

აბა თქვენ იცით! არ გაგვაწბილოთ! სხვისი იმედი არც გვაქვს და ვერც გვექნება – ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და ცვლილებებსაც თქვენგან ველით! წარმატებებს გისურვებთ!

ps ზოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ. რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე 🙂 “, – წერს ფეიაბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...