spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივინც "ევროპული საქართველოს" და "ნაცმოძრაობის" ბულინგს არ დაექვემდებარება,...

ვინც “ევროპული საქართველოს” და “ნაცმოძრაობის” ბულინგს არ დაექვემდებარება, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში – მამუკა მდინარაძე

,,პატრიოტთა ალიანსის შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად სიის მომდევნო წევრები საჯაროდ აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამენტში. ასეთი შემთხვევა თუ იქნება ხვალ სხვა, ბუნებრივია, ჩვენ ამას ხელს არ შევუშლით პროცედურული და ტექნიკური დეტალებით“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუ იქნება მზადყოფნა იმ პარტიებში, სადაც სიები ჩახსნილი არ არის და აცხადებენ, რომ შედიან საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით, ჩვენ არც პოლიტიკურად გვაქვს უფლება, რომ მათ არ მივცეთ შემოსვლის საშუალება.

სიის პირველი ნომრების განცხადება იყო, რომ გასულიყვნენ და შემდგომი მომდევნო ნომრების, რომ შემოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ეს ერთადერთი შემთხვევა ჩვენ ზუსტად ისე, როგორც მათი ნება იყო, პროცედურული წესების თანახმად, დავაკმაყოფილეთ. თუკი ვინმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ 2 პარტიის – ე.წ. “ევროპული საქართველოს” და “ნაცმოძრაობის” ბულინგს, მესიჯ ბოქსს, ნარატივს, დადგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში.

გასაკვირია, ხალხს, რომელსაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, როგორ შეიძლება ეშინოდეს და როგორ შეიძლება ექვემდებარებოდეს “ევროპული საქართველოს” თუ “ნაცმოძრაობის” ლიდერების ბულინგს?! ჩემი აზრით, საბოლოოდ ეს მოჯადოებული წრე გაირღვევა და რაციონალური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ისინი შემოვლენ საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...