შაბათი, აპრილი 20, 2024

“ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცა 67 ათასი ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ხელფასებისათვის “ნულოვან” უბნებზე – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბიუჯეტში 67 ათასი ლარი დააბრუნა, ეს არის პარტიის იმ წარმომადგენლების ანაზღაურება საარჩევნო უბნებზე, სადაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ნული ხმა მიიღო, პარტია მოითხოვს, რომ აღნიშნული 67 ათასი ლარი საახალწოდ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მოხმარდეს.

სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ შობა-ახალი წელიც გადააქცია შიმშილის დღესასწაულად, რა დღეშია ხალხი კარგად ვხედავთ. მე არა მარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცა 67 ათასი ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ხელფასებისათვის “ნულოვან” უბნებზე, სადაც რეჟიმმა ურცხვად გაგვიყალბა არჩევნები ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს.

მოვითხოვ, ეს თანხა დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ. საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე, რომელიც გვიმტკიცებდა რომ 1.18 ლარი უფასო სასადილოში მყოფი ხალხისათვის სრულიად საკმარისია, გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ხომ ხედავთ ვის აწინაურებს და ვინ უნდა პარლამენტში?! ის, ვინც ხალხს შიმშილით დახოცავს! აი ამ დროს, მმართველი პარტია „ქართული ოცნებების მსხვრევა“ აგრძელებს ბიუჯეტის ჭამას.

2012 წლიდან დღემდე, მათ პარტიულ ხელფასებზე, დაფინანსებაზე, ფრაქციულ დაფინანსებაზე და ყველა ხარჯზე, არჩევნების ჩათვლით, 240 მლნ აქვთ „შეჭმული“. ეს ის თანხაა, რომელსაც თუ გამოიყენებენ საზოგადოების საჭიროებისათვის, არ გვეყლებოდა არცერთი ჩვილი ბავშვი მკვდარი და გარდაცვლილი და სხვა ბევრი რამ გამოსწორდებოდა.

მოპარული ქონება, რაც პარტიიდან მოგვპარეს, ყველაფერი ექვემდებარება უკან, ჩვენი ხალხისათვის დაბრუნებას, რომლებმაც თავისი „დაკოჟრილი“ ხელებით ეს ფული გამოიმუშავეს. და საერთოდ, მმართველი პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს, რადგანაც მათ ისედაც აქვთ ხელისუფლება. ხელისუფლების მიზანია ჩაკლან ოპოზიცია, საზოგადოება, მოკლან თავისუფალი აზრი და სახელმწიფო. სახელმწიფოს არავის არ მოვაკვლევინებთ და სახელმწიფოს სიკვდილის მსურველებს მოვაშთობთ ძალიან მალე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერმა დამატებით განმარტა გადაწყვეტილება ე.წ. წარმომადგენლების თანხის დაბრუნების გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ცალკეულ საარჩევნო უბანზე, სადაც პარტიამ ნული ხმა მიიღო, არის ან ხელისუფლების გაყალბების შედეგი ან ამ უბნებზე წარმომადგენლები მოისყიდეს და შესაბამისად მათზე აღარ გაიცემა ანაზრაურება:

როგორც მოგეხსენებათ, პარტიებს ჰყავთ წარმომადგენლები ყველა უბანზე, რომელიც ვალდებულია მივიდეს და თუ ხმას არ დაიცავს, თავად მაინც მოგვცეს ხმა, მიბრძანდნენ ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე ასეულ უბანზე და წამოიღეს 0 ხმა, პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ, ჩვენი პარტიის წარმომადგენელიც მოისყიდა, ვინც გაგზავნილი გვყავდა, რის გამოც მათ უარი ვუთარით ხელფასების გადახდაზე.

განვუცხადეთ, რომ წავიდნენ და სასამართლოში იჩივლონ თუ რაიმე პრეტენზია აქვთ და იქ დავამტკიცებთ ვინ არიან ისინი, რა ხმის და ქვეყნის დამცველები არიან. ეს ფული დავაბრუნეთ ზუსტად იმ მიზნისთვის, რომ ბენეფიციარებმა საახალწლოდ მცირედი საკვები მაინც მიიღონ, ენერგიის და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

მომავალში იქ სადაც ხმები გაყალბდება, ჩვენი წარმომადგენელი ვერ დაიცავს და გაყიდის ხმებს, ვერავითარ ხელფასს ვერ მიიღებს, რისხვის გარდა“, – მიაჩნია შალვა ნათელაშვილს.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული