spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი...

“ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის გუშინ დასრულებულ არჩევნებს ეხმიანება, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციონერი ლიდერი მადლობას უხდის მხარდამჭერებს, მიმართავს საზოგადოებას და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს:

ამ არჩევნებით, უფრო სწორედ პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

დიახ, გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გავიმარჯვეთ ჩვენ ყველამ ერთად და არა მხოლოდ მე, როგორც გამარჯვებულმა კანდიდატმა.

ენმ-მ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დაამტკიცა რომ სწორედ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას.
მის აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების კიდევ უფრო მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ენმ-ს შეუძლია იერიშიც და უკანდახევაც.

ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი.

მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც პირადად მე დამიჭირა მხარი და მათაც ვინც არ დამიჭირა! ამ პროცესში ჩართულობა, უკვე თავისთავად მხარდაჭერა იყო ჩვენი – ჩემი, ლევან ვარშალომიძის და ჩვენი ყველა თანამებრძოლის.

ცხადია, ეს ბრძოლა არც ასე ღირსეულად წარიმართებოდა და არც ეს ღირსეული გამარჯვება არ შედგებოდა, რომ არა ღირსეული მოწინააღმდეგე ლევან ვარშალომიძე და დიდი მადლობა მას ამისთვის!

დიახ, ღირსეული ბრძოლა არ არსებობს ღირსეული მოწინააღმდეგის გარეშე. ეს რომ ასეა, დავრწმუნდით თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც უსინდისოდ მოგვპარა და გაგვიყალბა სწორედ უღირსმა მოწინააღდეგემ.

ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: 25 დეკემბერს დასრულდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები, რომელიც ელექტრონულად ჩატარდა და მასში გამარჯვება მოიპოვა ნიკა მელიამ. დეკემბრის ბოლოს კი გამარჯვებულს, პარტიის ყრილობა, ოფიციალურად დაამტკიცებს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა უშუალო კონკურენტმა ლევან ვარშალომიძემ.

ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!
ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!
ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება,” – წერს ლევან ვარშალომიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“დაასახელეთ საქართველოს დოკუმენტირებულ ისტორიაში 2003-2012 წლებზე ობიექტურად უფრო წარმატებული 9-წლიანი პერიოდი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი საზოგადოებას მიმართავს და...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...