spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის...

მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის “გადასახადის გაზრდაა” – ირაკლი კოვზანაძე

ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა და თან არ უნდა დააზიანოს ჯანსაღი ნაწილი. ეს ადვილი არაა თანამედროვე ძნელად პროგნოზირებად გარემოში, თუმცა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და პარლამენტმა მთელი რიგი რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მიმართულებით. „ამით ჩვენ შევქმენით საფუძველი გრძელვადიანი ფისკალური, მონეტარული, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. რომ არა ეს რეფორმები დღეს საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

თუმცა ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით (მხედველობაში მაქვს მაღალი დოლარიზაცია და იმპორტდამოკიდებულობა) ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა“, ანუ იგივე ეფექტის მატარებელია. აი აქ უნდა მოხდეს ძალიან ზუსტი, ფაქიზი და რაც მთავარია თავისდროული მოქმედებები ეროვნული ბანკის მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...