spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგიორგი ვაშაძე: "შევქმენით მოსამართლეების შერჩევის უპრეცედენტო მექანიზმი"

გიორგი ვაშაძე: “შევქმენით მოსამართლეების შერჩევის უპრეცედენტო მექანიზმი”

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” (IDF) მიერ შექმნილმა კანონპროექტმა, ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. როგორც ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინულ “რადიო თავისუფლების” პირდაპირ ეთერში განაცხადა, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა დასრულდა. აღნიშნული პროექტის უნიკალურობიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება მის მიმართ.

ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დასრულდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოსამართლეებს და უცხოელს ექსპერტებს ჰქონდათ ვეტოს გამოყენების უფლება, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს არის სრული კონსენსუსი, როგორც ადგილობრივ სამთავრობო უწყებებში, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან,  რომ მთლიანად პროცესი იყო ღია, გამჭვირვალე და გამართული. დღეს უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ  საერთაშორისო ექსპერტებს  რეალურად ჰქონდათ გადამწყვეტი როლი მოსამართლეების შერჩევისას.

უკრაინაში “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ხელმძღვანელობით შეიქმნა  უპრეცედენტო ანტიკორუფციული სასამართლო და მან მოიპოვა უმაღლესი შეფასება. ეს არის რეალურად დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან“- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

უკრაინაში განხორციელებულ რეფორმას უნიკალურს უწოდებს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი, ბრიტანელი ექსპერტი სერ ენტონი ჰუპერი და ამბობს, რომ ეს არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით,  უკრაინაში შეიქმნა პრინციპულად ახალი მოდელი, რომელიც გამჭირვალობის უმაღლესი ხარისხია, მოსამართლეების შერჩევის პროცესში.

გიორგი ვაშაძე, ამ მიმართულებით, საქართველოში გასატარებელ რეფორმების აუცილებლობაზეც საუბრობს.

მსგავსი მაგალითი საინტერესოა საქართველოსთვის, სადაც სასამართლოსადმი ნდობა  საგრძნობლად შემცირებულია. აუცილებელია გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები, სადაც გათვალისიწნებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის გარანტი იქნებიან საერთშორისო დამკვირვებლები და უცხოელი მოსამართლეები” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ექსპერტების გუნდმა, გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ანტიკორუფცული სასამართლოს რეფორმაზე, მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. ფონდი კი 2014 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის  აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანასთან. ფონდის ოფისები ფუნქციონირებს ჩიკაგოში, კიევსა და თბილისში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...