spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპოლიტიკურ პარტია "გირჩში" განხეთქილებაა

პოლიტიკურ პარტია “გირჩში” განხეთქილებაა

სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იგი პარტიის წევრებთან იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს. იაგო ხვიჩიამ ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა სადაც, რამდენიმე მაგალითს განიხილავს, როდესაც მისივე თქმით „ყველაზე ლიბერალურმა საზოგადოებამ“ მას „ტალახი ესროლა“. პოსტში პარტიის ლიდერ ზურა ჯაფარიძეს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

იაგო ხვიჩიამ, პოსტში განიხილა,  მისი თქმით, დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის პირის დაკავებასთან დაკავშირებულ განცხადებას მოჰყვა: „ვთქვი რომ ამის გამო დაჭერა არ მოსულა, არაფრის ნახვის და სხვისთვის ჩვენებისთვის არ მოსულა ადამიანის დაჭერა. კაი კაციაო კი არ მითქვამს, პორნოს ყურების გამო დაჭერა არ მოსულათქო“.

პარტია გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას  თქმით, არცერთი „გირჩის“ ლიდერის მიმართ არ განხორციელებულა მსგავსი ქმედება და მიიჩნევს, რომ დროა ზურა ჯაფარიძემ საკუთარი პოზიცია გამოხატოს:

„მგონია რომ მართლა დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია.

უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთ კაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს.

ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს ლანძღავს.ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს.არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეილება ეს ნორმალური იყოს?“ – წერს სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩია.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...