კვირა, მაისი 11, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიშესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს მთავრობის...

შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციები – სახალხო დამცველი

საქართველოში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. კერძოდ, საკითხი ეხება არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის ასევე შეღავათების გათვალისწინებას კომკრეტულ დღეებში სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების თვალსაზრისით:

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათ შორის, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს,” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...