შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიისედაც მყიფეა და უპრეცედენტო ეს ერთობა და სხვა...

ისედაც მყიფეა და უპრეცედენტო ეს ერთობა და სხვა რამით გაერთეთ, თქვენი არაადეკვატური ტექსტები სხვა რამისკენ მიმართეთ – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ‘‘მთავარი არხის’’ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს, მისი თქმით, მთავარი სასაუბრო თემა არა სააკაშვილი და სირცხვილის კორიდორები, არამედ საქართველო ივანიშვილის გარეშეა: 

  • არჩევნები წაგვართვეს;
  • ფეხბურთში ასობით მილიონები მოიპარეს და ფაქტიურად გაანადგურეს;
  • კოვიდ გამოწვევის წინაშე სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს და ხალხი უპატრონობისა და მიუხედავობისგან იხოცება;
  • ლარი მოკლეს და აგერ დენს და გაზს აძვირებენ.

და ვინც ამ დროს ივანიშვილის ნაცვლად, სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე წერთ (მნიშვნელობა არა აქვს, ღლიცინებთ და სექტანტებს ეძახით მის მხარდამჭერებს, თუ გულმხურვალედ განიხილავთ, როგორც ერთადერთ გამოსავლს შექმნილ მდგომარეობაში), გულზე მჯიღის ცემის პათოსის სტატუსებს და კომენტარებს უძღვნით იმგვარ უმნიშვნელო თემას, სირცხვილის კორიდორი მეორე ტურში უნდა იყოს თუ არა, და კიდევ ათასგვარ მსგავს ზეუმნიშვნელო რამეს, – მთლად ადეკვატურები არ მგონიხართ.

ან რატომ გადაწყვიტეთ, რომ ოპოზიციური ერთიანობა ყველას ყველაფერზე შეთანხმებას გულისხმობს? მნიშვნელოვანია შეთანხმება მთავარზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვის რა პლაკატი უჭირავს ან ვინ რა კორიდორს აკეთებს, ამაზე ფიქრით რატომ უნდა დავიღალო თავი და ჩემი ცინიკური პოსტებით რატომ უნდა ვაჯანჯღარო ისედაც მყიფე ერთობა, სრულიად არ მესმის. აბსოლუტურად არა.

ისედაც მყიფეა და უპრეცედენტო ეს ერთობა, და სხვა რამით გაერთეთ. თქვენი არაადეკვატური ტექსტები სხვა რამისკენ მიმართეთ’’, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

“მარტო ანწუხელიძეს კი არა, მთელ საქართველოს ისტორიას გადაუარა წულუკიანმა” – გია ხუხაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...