ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიადამიანის უფლებათა ცენტრი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ...

ადამიანის უფლებათა ცენტრი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომებს დააკვირდა

ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას:  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მე-4 სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილება და 7 პირიდან მხოლოდ ერთის – ტ.გ.-ის მიმართ შეწყვიტა სამართალწარმოება.

მ.ჯ.-ის, ლ.ქ.-ის, გ.ფ.-ის მიმართ კი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქმედებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ხოლო ამავე კოდექსის 173-ე მუხლით ისინი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით.

ნ.კ., ნ.ბ. და ნ.ფ. ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად კოდექსის ორივე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.  ნ.კ.-სა და ნ.ბ.-ს სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით, ხოლო ნ.ფ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში 5 დღე-ღამის ვადით იქნება.

მოსამართლემ დადგენილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის შეფასებით, სხდომებზე სასამართლოსთვის საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა დამკავებელი პოლიციელების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები არ იყო საკმარისად დამაჯერებელი და ლოგიკური. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, გარდა ერთისა, რომელიც, ფაქტობრივად, ხარვეზიანი აღმოჩნდა. ასევე, არ იყო წარმოდგენილი უშუალოდ დაკავების და სამართალდარღვევის ამსახველი კადრები. ამის გამო, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა ეჭვის ქვეშ დგება და ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას, რაც მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდა. ამ პროცესის გარდა ორგანიზაციის მონიტორინგი ეხება კიდევ 20 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეს.

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება,...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივია დაკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...