ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

ა.წ. 26 თებერვალს, საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) დაფინანსებით ელექტორნული პორტალი ამოქმედდა, რომლის გამოყენებითაც მეწარმეების ბიზნესომბუდსმენს ელექტრონულად უკავშირდებიან და თვალს ადევნებენ შემოტანილი განცხადების სტატუსებს და საქმის მიმდინარეობას. ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის ზუსტი სტატისტიკის წარმოების შესაძლებელობა მიეცა.

აღსანიშნავია, რომ დასული წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებლი საქმეების 65%-ში ბიზნეოსმბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

მომართვიანობის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური აჭარის რეიგონია. 2018 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რეგიონში ბიზნეოსბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.

ბიზნესსექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, შესწავლის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პერიოდულ შეხვედრას ატარებს კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 1008 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის 40-მდე შემდეგ ორგანიზაციებთან.

2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის” ფუნქციის გამოყენების არეალი ფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა განხორციელდება საერთო სასამართლოების სისტემაშიც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს ბიზნესსექტორს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავებში. კერძოდ, სასამართლოს წარუდგინოს რეკომენდაცია ან/და მიავლინოს ადვოკატი დავის პროცესში.
მიმდინარე წლიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი იღებს ლიდერის როლს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, 2019 წელს ბიზნესგარემოს მიმართულებით მთავარ გამოწვევად რჩება მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნესდავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში და ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები. გასულ წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს შორის აღსანიშნავია დღგ-ს დაბრუნების პროცედურის გამარტივება, ელექტრონული საგადასახადო რეზიდენტის რეფორმა და სხვა.

დამატებით ინფორმაციისთვის: 2015 წლამდე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობას მთავრობის დადგენილება არეგულირებდა და აპარატის საქმიანობის შესაძლებლობები შედარებით შეზღუდული იყო. 2015 წლიდან კი ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ სპეციალური კანონით რეგულირდება და აპარატი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივ მოქმედი წევრებით წარმოდგენილია: ინვესტორთა საბჭოში, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული