შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები“ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი...’’ - მიხეილ სააკაშვილი

“ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი…’’ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით და ხელისუფლების ორ არჩევანზე ისაუბრა, რომელთაგან ერთი ცუდი სცენარი იქნება, სააკაშვილის შეფასებით, მეორე კი – მისცემს მოქმედ ხელისუფლებას საშუალებას იყოს სერიოზული ოპოზიცია:

ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, – გადადოს არჩევნები და მიიღოს პრაქტიკულად ნული ხმა, რომელიც მათთვის ძალიან ცუდი სცენარია, ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით პარლამენტში, რადგან ჯერჯერობით ამის შანსი კიდევ აქვს, რომ იყოს სერიოზული ოპოზიცია.

ყველა ციფრი, ყველა განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული ძალიან სერიოზულად. ისინი კოვიდინფექციას იყენებენ, რომელიც შეგნებულად გაუშვეს ხელიდან კორუფციის, უტვინობის, ტყუილების გამო და ახლა საქართველომ ყველა რეკორდი მოხსნა ერთ სულ მოსახლეზე, თითქმის ორჯერ უსწრებს უკრაინას, სადაც ასევე მძიმე მდგომარეობაა.

სამხრეთ კორეამ ძალიან წარმატებულად ჩაატარა არჩევნები კოვიდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დროს, მათ დაარიგეს ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები, ყველგან იცავდნენ სოციალურ დისტანციას, საარჩევნო უბნები გადაიტანეს მაღალჭერიან შენობებსა და ღია სივრცეში.

როგორც ბათუმმა დაგანახათ და როგორც აჩვენებს ჩვენი მასობრივი მობილიზაცია საქართველოში, ხალხი მაინც მოვა არჩევნზე, მაინც მისცემს ხმას. ოღონდ იმისათვის, რომ ხალხი უკეთესად მოგეპყროთ, ნუ ჩააგდებთ მათ ჯანმრთელობას საფრთხეში,’’ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნაცების ჯიბრზე, აფრასიძეების გათეთრებას ნუ დაიწყებთ‼️ აწიოკებული ჰყავდათ სვანეთი, ყაჩაღები იყვნენ” – ელისო კილაძე

მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე განხილულ "აფრასიძეების საქმესთან"...

“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...