spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიამასობრივი ინტოქსიკაცია გორში, მოწამლულია ათეულობით ადამიანი - მოწამვლის...

მასობრივი ინტოქსიკაცია გორში, მოწამლულია ათეულობით ადამიანი – მოწამვლის მიზეზი ჯერ ისევ უცნობია

ე.წ. კომბინატის დასახლებიდან მოწამვლის ნიშნებით კლინიკებში გუშინ 50-მდე ბავშვი გადაიყვანეს. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილთა რიცხვი რამდენიმე ათეულით არის გაზრდილი. მოსახლეობა ინტოქსიკაციის მიზეზად წყალს ასახელებს, თუმცა, წყალმომარაგების კომპანია უარყოფს ამ ბრალდებას და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

“გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.

წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული.

გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. ასევე, აღნიშნულ ტერიოტრიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად, სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება.

გარდა ამისა კომპანია ქალაქში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სხვადასხვა ლოკაციიდან.

გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა“.

კომენტარს გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი:

„ჩვენ, დღეს გვქონდა კომუნიკაცია პირველადი ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიასთან. პაციენტები შემოსული არიან კომბინატის დასახლებიდან, ასევე, ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან და სოფლებიდან, სადაც არ ხდება ოპერირება წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ამიტომ ინტოქსიკაცია წყლით არ დასტურდება“, – ამბობს სიმონ გულედანი.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 26 პაციენტია მოთავსებული.

“პაციენტთა ნაწილი გაეწერა უკვე, ნაწილი სტაბილურ მდგომარეობაშია, ზოგიერთი შემოემატა და ამ დროისთვის, 26 პაციენტია სტაციონარში. არის სხვადასხვა დიაგნოზებიც, მაგრამ  ძირითადად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ანალოგიური სიმპტომები და ჩივილებია”, – განაცხადა გორის კლინიკა „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნია ლაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სტაციონარში 26 პაციენტია მოთავსებული. არიან გამოჯანმრთელებულები, ნაწილი გაწერილია და ბინაზე განაგრძობს მკურნალობას. სულ სამედიცინო დაწესებულებას 100-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია. როგორც ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გახდა ცნობილი, სასმელი წყალი ძირითადი ინტოქსიკაციის მიზეზი არ არის. პარალელურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას სურსათის ეროვნული სააგენტოც. არის, თუ არა ეს შემთხვევა ენტეროვირუსის გავრცელება, ამას უკვე ჯანდაცვის სამინისტრო დაადასტურებს.

ავტორი
ანა მოდებაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...