spot_img
მთავარიინტერვიუარჩევნებზე ხომ გინდათ ხმები? ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა,...

არჩევნებზე ხომ გინდათ ხმები? ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, მიიღოთ ამნისტია! – ალექსანდრე კობაიძე ხელისუფლებას მიმართავს

მოძრაობა „შემახე ამნისტიამ“ კიდევ ერთხელ გამართა აქცია საქართველოს პარლამენტის წინ მოთხოვნით, რომ პარლამენტმა გამოსცეს ამნისტია. საპროტესტო აქციები თითქმის უკვე ერთი თვეა გრძელდება. ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტო „პარალელის“ კითხვებს უპასუხა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ:

  • როგორ ფიქრობთ ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოიწვევს თუ არა, კრიმინოგენური მდგომარეობის ზრდას, როგორც ეს მოხდა 2013 წლიდან, ამნისტიის შემთხვევაში?

– კრიმინოგენური მდგომარეობის ზრდის რისკი შესაძლებელია არსებობდეს და ჩვენ ამას ჩვეულებრივად ვიღებთ. თუმცა, აქ არის მთავარი რამ, არსებობენ შესაბამისი პრევენციული ორგანოები – პოლიცია, პროკურატურა, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ მოხდეს დანაშაული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიმინალის გაზრდის ფონზე, არ უნდა გამოიცეს ჰუმანური აქტი. ეს აქტი გამოსცა ყველა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმაც. ამიტომ, აუცილებელია ერთი შანსი მიეცეთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში გამოკეტილნი და ეგრეთწოდებული პრობაციონერები არიან. თან ამ პანდემიის ფონზე ძალიან რეალურია.

  • დაზარალებულების გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

– დაზარალებულების გადმოსახედიდან გამომდინარე, თუ ჩვენ პუმანიზმის პრინციპს, ანუ ზოგადად დემოკრატიას ვაღიარებთ, თავს ვიწონებთ, რომ განვითარებულ ქვეყანაში ვართ ან ამბიცია გვაქვს რომ ვიყოთ, აქ არის ერთადერთი მთავარი აზრი, რომ ყველა ქვეყანაში პოზიტიურ ვალდებულებას იღებს სახელმწიფო. მისი ვალდებულებაა იზრუნოს ადამიანებზე ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩვენც აქედან ამოვდივართ. იმ დაზარალებულებმაც, ერთი შანსი უნდა მისცენ გამოსწორების, ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან გამოკეტილნი.

  • თვლით თუ არა, რომ კონკრეტული პატიმრების საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად?

– ამნისტიის აზრი არის ის რომ, მუხლობრივად უნდა მოხდეს აქტის შედგენა. მაგალითად, თუ მოხდება 260-ე მუხლის, ნარკოტიკული დანაშაულის ამნისტია, ამ მუხლით დაკავებულ ყველა პატიმარს შეეხება ამნისტია.

  • მიმდინარე აქციების პროცესში ჰქონდა თუ არ გამოხმაურება ხელისუფლების ან კონკრეტული თანამდებობის პირის მხრიდან დიალოგის წარმოებაზე?

– ჩვენს მოთხოვნებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. ის შეხვდა მოშიმშილე დედებს, რომლებსაც დაპირდა, რომ ახალი არჩევნების შედეგ მიიღებდნენ ამ აქტს.

ჩვენ ვიბრძვით და ველოდებით შედეგებს. არჩევნებზე ხომ გინდათ ხმები? ხომ ასე იძახიან, ხმები გვიანდაო? ეს მათი უფლებაა, მაგრამ ჩვენ არავინ არ მივცემთ ხმას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, მიიღონ ამნისტია!

 

ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა, რომ არჩილ თალაკვაძის დანაპირების მათ არ სჯერათ, რადგან პოლიტიკოსები ორიენტირებულნი არიან ერთ რამეზე, ამომრჩევლებმა ხმა მისცენ და ამის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე რომ არაფერს აკეთებენ. მათი სურვილია, პარლამენტმა არჩევნებამდე მიიღოს საყოველთაო ამნისტია, რომელიც ეხება ისეთ მუხლებს, როგორიცაა ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე. ისინი იქამდე აპირებენ პრინციპულად ბრძოლას, სანამ ეს აქტი არ იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ.

ავტორი
ნინი შავლაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...