შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს" - ნათია მეზვრიშვილი

“საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში შედეგიანად დამთავრდა. პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ დაეხმარებიან საქართველოს მთავრობას, იმ მიმართულებით სადაც რეფორმების ჩატარება ხორციელდება:

საუბარი ეხება იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს და შესაბამის რეფორმებს. ჩვენმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზეს დახმარება.

პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა. პრემიერის მხრიდან აღნიშნული იყო არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. მთავრობის მეთაურმა, მაღალი დონის შეხვედრებზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი და რაშიც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება ჩვენს თანამოქალაქეებს. ასევე, განიხილა საქართველოს ახალი როლი, შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...