გიორგი ვაშაძე არის არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – პაატა მანჯგალაძე

327

პოლიტიკური პლატფორმა ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში. ამჯერად პარტის ლიდერები ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინეს. შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა. პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება“ დასრულებულია და მიაჩნია რომ გიორგი ვაშაძე არის ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრობის კადიდატი. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძეს სადაც იყო ემსახურებოდა საქართველოს და არა რომელიმე პარტიას ან ხელისუფლებას:

,,ყველამ ვიცით, რომ ,,სტრატეგია აღმაშნებელი“ არის გამორჩეული გუნდი და ამას ამტკიცებს ყოველ წუთს, როდესაც არ ერევა კინკლაობაში. მთავარ იდეად ჩვენ გამოცხადებული გვაქვს აღმშენებლობა. არსებული პარტიები ერთმანეთს ებრძვიან: “ვინ რა გააფუჭა?” “რა გააკეთა ცუდი?” ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი ფილოსოფია კი გახლავს, რომ უარი ვთქვათ  იმ დაპირისპირებაზე, რომელიც ჩვენს ეროვნულ ენერგიას ფლანგავს და ყველა ერთად შევუდგეთ აღმშენებლობას.

მეგობრებო, ,,ქართული ოცნება“ დასრულებულია. ბიძინა ივანიშვილი არ გამოხატავს ქართველი ერის უმრავლესობის ინტერესებს. არ შეიძლება მილიონზე მეტი ადამიანი კმაყოფილი იყოს, როცა ქვეყანა შიმშილობს. არ შეიძლება, რომ მოსახლეობა და პენსიონერები კმაყოფილები იყვნენ სესხის მაღალი პროცენტით და ჩვენ დავასრულებთ ამ ყველაფერს.

ჩვენ გვჯერა, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ გიორგი ვაშაძესთან, ამ ხალხთან და იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომლებიც რეგიონებში დადის, შეცვლის რეალობას და ააშენებს ერთიან, ძლიერ საქართველოს.

ხშირად ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძე არის არა რომელიმე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ საქართველოს პრემიერობის კანდიდატი. დიახ, გიორგი ვაშაძე არის მომავალი პრემიერ-მინისტრი!

მე ვიცნობ გიორგი ვაშაძეს და სადაც ის იყო ემსახურებოდა საქართველოს და არა რომელიმე პარტიას ან ხელისუფლებას

მე მჯერა, ჩვენ, ყველა ერთად ავაშენებთ ერთიან და ძლიერ საქართველოს.

საქართველო გაიმარჯვებს! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები