spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვეამაყება, რომ პარტნიორების მხრიდან ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი...

“გვეამაყება, რომ პარტნიორების მხრიდან ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი ნდობა აქვს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით საქართველოს მთავრობის მიერ გლობალური პანდემიის დრო გადადგმულმა ნაბიჯებმა ცხადყო, რომ ქვეყანას შეუძლია კრიზისების ეფექტურად მართვა. მისივე განცხადებით საქართველო ამ დრომდე “მწვანე ზონაში” რჩება, რაც უსაფრთხო გარემოს გულისხმობს:

საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში დაამტკიცა, რომ შეუძლია საფრთხეების მართვა და არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

იგი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომასაც გამოეხმაურა, რომელსაც, ისტორიაში პირველად, საქართველო მასპინძლობს. მისი განცხადებით საქართველოსადმი ასეთი დამოკიდებულება სწორმა და კოორდინირებულად განხორციელებულმა პროცესებმა გამოიწვია.

,,პირველ რიგში, ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა, რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებას საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...