spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება, სესხებზე პროცენტი კი ჩამოიწერება...

მედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება, სესხებზე პროცენტი კი ჩამოიწერება – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების ფასების გამჭვირვალობისა და ხარისხის კონტროლის ევროპულ მექანიზმებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში სწორედ ეს მიდგომა უნდა დამკვიდრდეს. ოპოზიციონერი ლიდერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იანვრიდან ან თებერვლიდან, მედიკამენტები გაიაფდება მინიმუმ 30%-ით, ხოლო პენსიონერთათვის სესხზე პროცენტი უკვე დეკემბრიდან ჩამოიწერება:

სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უწევს, გააკეთოს შემდეგი არჩევანი: საჭმელი თუ მედიკამენტი. ესე იგი, ან გამოვიკვებო ან ვიყიდო მედიკამენტი, რომელიც ჩემი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ეს არის დიდი უსამართლობა!

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ ის, რომ მედიკამენტებს მინიმუმ 30%-ით გავაიაფებთ. ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვართ, უბრალოდ არ ვსაუბრობთ ზეპირ დაპირებებზე, არამედ კონკრეტული გეგმა და სტრატეგია გვაქვს, როგორ უნდა შევასრულოთ ეს დაპირებები, რა მექანიზმებისა და რეფორმების გატარებას ვაპირებთ იმისათვის, რომ საქართველოში მედიკამენტები მინიმუმ 30%ით გაიაფდეს.

სერგო ჩიხლაძე არის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს შემოუერთდა. ღიად ვიტყვი, ის ჯანდაცვის საკითხებში, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელთან ერთადაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვსაუბრობთ მედიცინის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რის საფუძველზეც კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ.

მსურს, რამდენიმე რიცხვზე გავამახვილო ყურადღება. წამალს, რომელიც საქართველოში იყიდება, ფარმაცევტული კომპანიები 102%-იან მოგებას ადებენ. არსებობს მედიკამენტების კატეგორია, რომლებზეც მოგება 300%, 400% ან 500%-ია და ამ მხრივ, ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. რამდენია ეს პროცენტი განვითარებულ ქვეყნებში? – საშუალოდ 20%. ესე იგი, ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკურად ჩვენზე უფრო ძლიერნი არიან, მოგება არის 20%. არის თუ არა ეს უსამართლობა? – არის, რა თქმა უნდა.

ჩვენ დავსვით კითხვა, როგორ მოახერხეს ევროპის ქვეყნებმა, რომ მოგების მარჟა არის 20% და როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ მოგების მარჟა არის 102%. დავადგინეთ, რომ ევროპაში ფასების გამჭვირვალობის სპეციალური მექანიზმი არსებობს. მწარმოებლიდან დაწყებული, აფთიაქამდე მიწოდებული, ფარმაცევტულმა კომპანიამ ფასწარმოქმნა გამჭვირვალე უნდა გახადოს, შესაბამისად, მოგება კონტროლირებადი ხდება. შესაძლებელია, თვითღირებულებაზე მხოლოდ 20%-იანი, ან ნაკლები მოგების დამატება.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყანათა უმრავლესობაში, ფარმაცევტული ბიზნესი მონოპოლიისკენაა მიდრეკილი. ეს არის ბიზნესი, სადაც მცირე რაოდენობის მიმწოდებლები არიან და მაინც, ათწლეულების წინ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კომპანია ერთმანეთთან შეთანხმდა წამლის ფასის მატებაზე, რაც პირდაპირ ურტყამს, პირველ რიგში, მოქალაქეებს, ეკონომიკას და ყველაფერს. წამალი არის ისეთი რამ, რაც მსურს თუ არა, უნდა შევიძინო, რადგან ჩემს სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ევროპაში შემოიღეს მექანიზმი, რომელიც წამლის ფასს გამჭვირვალეს ხდის.

როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების 30%-ით გაიაფებაზე, ეს ნიშნავს, რომ გვსურს ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ. იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც დღეს საქართველოშია, არ შეეძლებათ, მედიკამენტებს ფასი სურვილისამებრ დაადონ, არამედ მათ მოგების მარჟას სახელმწიფო განუსაზღვრავს.

მინიმუმ 30%-ით, იანვრიდან ან თებერვლიდან, მედიკამენტები გაიაფდება!

მეორე საკითხი, რაზეც ყურადღების გამახვილება გვსურს, არის წამლის ხარისხი. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში მედიკამენტების ხარისხი ძალიან დაბალია. ამ შემთხვევაშიც, უნდა დავამკვიდროთ ევროპული ხარისხის კონტროლი. უხარისხო წამლის გაყიდვის შემთხვევაში, ჯარიმა საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, რიგ შემთხვევებში, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს.

ამ პრობლემების გამო, დღეს პენსიონერთა უმრავლესობას 36%-იანი საბანკო სესხი აქვს აღებული. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, სადაც პენსიონერისთვის 36%-იანი სესხია. გარდა ამისა, პენსიონერს არ აქვს უფლება, ლიბერთი ბანკის გარდა, სესხი სხვა ბანკში აიღოს, რადგან პენსია იქ ერიცხება.

სესხებზე პროცენტი დეკემბერშივე ჩამოიწერება, ამის პირობას გაძლევთ!

წინააღმდეგი ვარ ლარიანი პროგრამისა, რომლითაც ფაქტობრივად, ვერავინ ვერ სარგებლობს, რადგან აფთიაქებში ლარიანი წამალი არ არის, თუმცა იგივე წამალი ჩვეულებრივ ფასად – არის. ეს გაიაფება აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს უნდა შეეხოს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...