ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ოლიგარქიული მმართველობით და დემოკრატიის შესუსტებით...

„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ოლიგარქიული მმართველობით და დემოკრატიის შესუსტებით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დასავლურ ვექტორს – თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა ხელისუფლებისთვის, რომ დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება განაპირობებს როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას დასავლეთთან, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და ეკონომიკის განვითარებას:

„ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ოლიგარქიული მმართველობით და დემოკრატიის შესუსტებით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დასავლურ ვექტორს და მიიღო აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა.

კლანური მმართველობა სასამართლოში, კორუფცია და დემოკრატიის შესუსტება უარყოფითად მოქმედებს ამერიკული ინვესტიციების შემოდინებაზე და ჯამში კიდევ უფრო მეტად აღარიბებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა და დახმარება დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ასევე ის საერთო ღირებულებები დასავლეთთან, რომელიც გვაძლევს საშუალებას ქვეყანა წავიყვანოთ კეთილდღეობისკენ და დასავლური ინტეგრაციისკენ. მმართველ გუნდს არ გააჩნია არც რესურსი და არც პოლიტიკური ნება რეალურად გამოასწოროს ეს ვითარება. ამიტომ, სწორედ 31 ოქტომბერს თავისუფალი არჩევნებით გზით ჩვენ შევცვლით „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას და წავიყვანთ ქვეყანას აღმშენებლობისკენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული