შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან...

“ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით” – გიორგი ბარამიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ, რომლითაც ოპოზიციას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს:

ღრმადპატივცემულო კოლეგა ოპოზიციონერებო, ბოლო დროს გახშირდა ზოგიერთი თქვენთაგანის საკმაოდ უცნაური (მე ვიტყოდი არაადეკვატური) განცხადებები, მაგალითად: “მე ვიქნები პრემიერი”, “მიშა ვერ გახდება პრემიერი”, “მიშას პრემიერობას არ დავუჭერთ მხარს” და ასე შემდეგ, ღიად შეურაცხმყოფელებს აღარ ვიხსენებ.

მინდა გკითხოთ, თუ მთავარი და რეალისტურად (როგორც მინიმუმ), საგრძნობლად ყველაზე მეტი ხმის ამღებ პარტიასთან და მის ლიდერთან საერთო საპარლამენტო კოალიციას და მთავრობაში ყოფნას არ აპირებთ, აბა ოლიგარქის წინააღმდეგები ვართ და მისი დამარცხება გვინდაო, იტყუებით?

თუ იმას ამბობთ, რომ სამართლიანი, ლოგიკური და საღი აზრიდან გამომდინარე, პრაგმატული იქნება 2 ან 3 პროცენტის ამღები, ან გინდაც 15 პროცენტიანი (ღმერთმა მეტიც აგაღებინოთ, მეც ეს მინდა) პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერი?

და თქვენზე მინიმუმ ორჯერ, სამჯერ ან ზოგ შემთხვევაში ათჯერ მეტი ხალხის ხმების მქონე პარტიის ლიდერს, წინასწარ, საჯაროდ, უარს რომ ეუბნებით, მისი ლიდერობით კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე ეს ნორმალურია?

არავინ გთხოვთ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებას, ან ჩვენთან ყველა თემაზე დათანხმებას, ცხადია მომავალი მთავრობა, დიდი ალბათობით, რეალურად კოალიციური შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, უკვე ხომ ნათელია, რომ ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

ეგ ისეთივე რეალობაა, როგორც ქორწილის ღამეს პატარძლისა და სიძის სექსი და იქ რომ რომელიმემ პრანჭვა დაიწყოს ხო სისულელე იქნება?

ამიტომ როგორც კოლეგებსა და პოტენციურად (იმედი მაქვს) მომავალი საერთო კოალიციის მონაწილეებს, გთხოვთ, მოგიწოდებთ, დროულად ჩამოყალიბდეთ, რა გზას ირჩევთ და ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უთხრათ რა გინდათ და მართლა ივანიშვილის მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოცილება გინდათ თუ რაღაც სხვა?

თუ ოლიგარქის მოცილებას ირჩევთ, შეწყვიტეთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე და მის დევნილ ლიდერზე კონტრპროდუქტიული თავდასხმები და მიხედეთ თქვენს საარჩევნო კამპანიას, სადაც ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

ძალა ერთობაშია!
დავუბრუნოთ საქართველო ქართველ ხალხს!
საქართველოში აუცილებლად გათენდება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი ბარამიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...