კვირა, აგვისტო 3, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამერიკის შეერთებული შტატები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში...

ამერიკის შეერთებული შტატები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში საქართველოს მხარს უჭერს – კელი დეგნანი

ამერიკელი დიპლომატი, კელი დეგნანი ქუთაისის აეროპორტს ესტუმრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი იგეგმება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი – ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით.

როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მშენებლობის დასრულების შემდეგ განახლებული აეროპორტი საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც მის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. კელი დეგნანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი Covid-19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია.

დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი Covid-19-თან დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი, რომლის გახსნასაც მოუთმენლად ველით,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ...