ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიექიმი თეიმურაზ ნადირაძე ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა

ექიმი თეიმურაზ ნადირაძე ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა

ინფექციური კლინიკის მთავარი ექიმი, თეიმურაზ ნადირაძე ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა. ის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარადგინა. ირაკლი შენგელიას თქმით, ნადირაძის გამოცდილება მმართველ გუნდს გააძლიერებს:

მოხარული ვარ რომ დღეს ბატონი თეიმურაზ ნადირაძე შემოუერთდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

პირველ რიგში, მინდა გამოვყო მისი წვლილი COVID-19 ვირუსთან ბრძოლის საქმეში. პროფილური ჰოსპიტალი, რომელსაც ბატონი თეიმურაზი ხელმძღვანელობს, წარმატებით ართმევს თავს რეგიონში ეპიდსიტუაციის მართვას, სერვისების მოწოდებას და კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის სამაგალითო შედეგებს აჩვენებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბატონ თემურს აქვს მართველობითი და პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს უმრავლესობის გუნდს და საკრებულოს ინსტიტუციის ფუნქციონალს.

მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ თემურს. მისგან, როგორც ყოველთვის, ველოდებით აქტიურ ჩართულობას, ახალ ინიციატივებს და პროექტებს,“ – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, თეიმურაზ ნადირაძემ ქალაქის საკრებულოში ნიკა ლატარია ჩაანაცვლა, რომელმაც ჯერ საკრებულოს თვმჯდომარის პოსტი, შემდეგ კი საკრებულოს შემადგენლობა დატოვა.
თეიმურაზ ნადირაძე ერთხელ უკვე იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი, ის წინა მოწვევის საკრებულოში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები” – ლევან ხაბეიშვილი

“ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს, რადგან მის ფულს ემუქრება...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

“დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის” –...

დიქტატურის შეფასებას ახდენს "სტრატრეგია აღმაშენებლის" ერთერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული