spot_img
მთავარიინტერვიუკვლევის შედეგებით აშკარად ჩანს, რომ თუ ვინმე არის...

კვლევის შედეგებით აშკარად ჩანს, რომ თუ ვინმე არის მზარდი რეიტინგის პოლიტიკოსი ოპოზიციაში ეს გიორგი ვაშაძეა – გიორგი რუხაძე

საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში ექსპერტი, გიორგი რუხაძე სააგენტო „პარალელთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძის სტრატეგია არის სწორი, რადგან ოპოზიციამ ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შესთავაზოს. ახალ პოლიტიკურ ძალას კი სწორედ ისეთი აქტიური და ენერგიით სავსე ლიდერი სჭირდება, როგორიც გიორგი ვაშაძეა:

გიორგი ვაშაძის პოზიცია, რომ სურს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მაქსიმალურად ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს – არის სწორი სტრატეგია ოპოზიციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მისი გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი საარჩევნო ბლოკით გავიდეს არჩევნებზე და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა, საარჩევნო ბლოკი გახდეს, არის მართებული.

თუ გავითვალისწინებთ კვლევის შედეგებს, აშკარად ჩანს, რომ თუ ვინმე არის მზარდი რეიტინგის პოლიტიკოსი ოპოზიციაში, ეს არის გიორგი ვაშაძე და სწორედ მას შეუძლია, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ყველაზე მეტად მიიმხროს.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობა არის მთავარი ელემენტი იმისათვის, რომ ოპოზიციამ დაამარცხოს „ქართული ოცნება“. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ სასწორი გადაიხაროს ოპოზიციის მხარეს. ამ მხრივ, გიორგის გადაწყვეტილება არის სწორი.

მეორე მხრივ, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, არ იქნება მარტივი საქმე და ჩემი აზრით, დასჭირდება რამდენიმე ფაქტორი:

პირველ რიგში, ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების გეგმა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან და სიღატაკიდან გამოიყვანს, მის შელახულ საერთაშორისო რეპუტაციას აღადგენს და ევროატლანტიკურ ამბიციებს გააძლიერებს. დღეს ეს არის საქართველოს პრობლემა: ერთი მხრივ, კორონასგან განადგურებული ეკონომიკა, მეორე მხრივ, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლების 2/3 და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგად ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ლამისაა ზურგი გვაქციონ. გეგმა, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოადგენს, უნდა შეიცავდეს ამ ყველაფერს და ამომრჩეველმა ეს ზუსტად უნდა „დაიჭიროს“.

აღნიშნულთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია აქტიური და ენერგიით სავსე ლიდერი, რომელიც ლოკომოტივის როლს შეასრულებს და ასეთი ნამდვილად არის – გიორგი ვაშაძე.

და ბოლოს, არაფერი არ გამოვა, თუ გიორგი ვაშაძის გვერდით არ იქნება ბევრი კვალიფიციური, კარგი რეპუტაციის მქონე და გავლენიანი ადამიანი, რომლებიც გახდებიან მისი გუნდის წევრები და ერთობლივად შეძლებენ ქვეყნისათვის დადებითი ცვლილებების განხორციელებას.

ოპოზიციის გამარჯვებისათვის საჭიროა, რომ მოსახლეობას შესთავაზონ მრავალფეროვანი არჩევანი, რამდენიმე გაერთიანება, რომელთაც ექნებათ ერთმანეთთან კოორდინაცია და ოპოზიციურ სპექტრში არც ერთ არააქტიურ ხმას არ დატოვებენ,“ – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...