შაბათი, აგვისტო 2, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ამჯერად გამარჯვებას ვეღარ წაგვართმევენ!" - ირმა ინაშვილი

“ამჯერად გამარჯვებას ვეღარ წაგვართმევენ!” – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აანონსებს, რომ მაჟორიტარობას აპირებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამჯერად გამარჯვებას ვერავინ წაართმევს:

ვინაიდან ბევრი კითხვაა, ყველას ერთად ვპასუხობ: მაჟორიტარი ვიქნები. არჩევნები და საერთოდ, პოლიტიკა ჩემთვის ბრძოლაა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი სახით, წინა ხაზზე უნდა იდგეს.

სად წავალ, ვიცი. ისიც ვიცი, ბევრგან მიმიღებენ, ამიტომაც ოლქს ჩემი წარმოშობის კუთხით შევარჩევ, ბავშვობა სად გავატარე – ამ ნიშნით, თუ მთელი შეგნებული ცხოვრება ტერიტორიულად სად ვცხოვრობ – ამ კრიტერიუმით, არა მგონია, რომ ამგვარ კლასიფიკაციას არსებითი დატვირთვა ჰქონდეს. ბორჯომიდან დაწყებული ყაზბეგით დასრულებული, ლაგოდეხიდან დაწყებული აჭარით გაგრძელებული, ყველგან მიმიღებენ და სიმართლე გითხრათ, უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს ყველა კუთხის მაცხოვრებლების, რომლებიც უანგაროდ, სიყვარულით მგულშემატკივრობენ. ამ ალალ ხალხს ვეუბნები: ყველაფერი კარგად იქნება.

ამჯერად გამარჯვებას ვეღარ წაგვართმევენ!!!

ჩვენი გამარჯვება – შენი გამარჯვებაა!

შენი გამარჯვება – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გამარჯვებაა!!!“, – წერს ირმა ინაშვილი.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...