ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიჭიათურაში მდუმარე აქცია გაიმართა

ჭიათურაში მდუმარე აქცია გაიმართა

“ნუ მოკლავ ჭიათურას”, ამ სლოგანით მდუმარე აქცია-პერფორმანსი ჭიათურაში გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ჭიათურაში ყველა მიმართულებით შექმნილი უმძიმესი პრობლემები გააპროტესტეს.

აქციაზე გამოტანილ ფოტოებზე ის 11 საბაგირო გზა იყო ასახული, რომლებიც ჭიათურაში 2019 წელს გააჩერეს და დღემდე არ ფუნქციონირებს. ფოტოებზე ასევე მუნიციპალიტეტში არსებული კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობაა გადმოცემული. აქციის მსვლელობის დროს მოქალაქეებს შეეძლოთ აეღოთ ფოტო და რამდენიმე წუთით ახალგაზრდების პროტესტისთვის სოლიდარობა გამოეხატათ. აქციის ორგანიზატორები – არასამთავრობო ორგანიზაცია “GMC – მმართველობის მონიტორინგის ცენტრისა” და საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურას” წევრები აცხადებენ, რომ მსგავს პერფორმანსებსა და საზოგადოების ინფორმირებულობას პერმანენტულად გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ჭიათურაში საბაგიროების მშენებლობაზე 40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება. მშენებლობის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...