კვირა, მაისი 19, 2024

ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს, ქვეყანაში არის კრიზისი – მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა ღრმა ძილს მიეცა და “ქართულმა ოცნებამ” ხალხს იმედი გაუცრუა:

2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი და ხალხს ჰქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნება“ მოახერხებდა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, ეკონომიკის ამუშავებას, ყველა იმ პროგრამის განხორციელებას, რომლებიც უხვად დაარიგეს საარჩევნო პერიოდში.

გავიდა 8 წელი და ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ არათუ რაიმე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილს მიეცა. ქვეყანა, ფაქტობრივად, გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ქვეყანაში არის კრიზისი. ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამიანების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ.

ჩვენ გვემატებიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ იდეალებისთვის. ჩვენს პარტიას, „ლელოს“ უერთდება გუშინდლამდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეიდან ლელოს აქტიური წევრი და თანამებრძოლი, რომელთაც ერთადაც ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის კურსი იქნას შენარჩნებული,“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული