spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელი31 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი...

31 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ბ.კ.-ს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი მოსმენა 10 სექტემბერს ჩანიშნა. დაკავებულს გამოძიება109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ედავება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ესმა ნორაკია განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და არ გამორიცხავს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა გახდეს საჭირო.

ის არის მძიმე მდგომარეობაში და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. თუ რა ტიპის პრობლემა აქვს ვერ ვიტყვი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის თვალსაზრისით, არ შევეწინააღმდეგეთ ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის მოთხოვნას. წარდგენილ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით შემდგომში დავაყენებთ შუამდგომლობებსა და საგამოძიებო მოქმედებებს. ამ ეტაპზე ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება,” – ამბობს ესმა ნორაკია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები 45 წლის ქალის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, 31 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი ქალია დაკავებული, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის – 2 მამაკაცი. შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

ახალგაზრდა ქალი, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 18 ივლისს მოკლეს, გარდაცვლილს 16 ჭრილობა გულ-მკერდისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...