spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"დავიღალე თქვენი, უფრო სწორად რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით" -...

“დავიღალე თქვენი, უფრო სწორად რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟკაცობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ჟურნალისტებთან განმარტა, ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ტელევიზია მის მიმართ ბულინგითაა დაკავებული:

მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, უფრო სწორად რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ გამასაღოთ მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს.

თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, თუ რაღაც. ერთი-ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული ალბათ არ იცით. არ მითქვამს, არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი ის, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ. ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...