პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაბატონო გორდონ თქვენმა ინტერვიუმ მიხეილ სააკაშვილთან, გამოიწვია დიდი...

ბატონო გორდონ თქვენმა ინტერვიუმ მიხეილ სააკაშვილთან, გამოიწვია დიდი მღელვარება – გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა მიმართვას ავრცელებს და უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს ალტერნატიულ ინტერვიუს სთავაზობს, რადგან მის ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან, საქართველოში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:

ბატონო გორდონ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი მაუწყებლობა საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობს, თქვენმა ინტერვიუმ მძიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებულ მიხეილ სააკაშვილთან, მაინც გამოიწვია დიდი მღელვარება.

განსაკუთრებით, მონათხრობმა როგორც მის ბებიასა და სტალინზე, ასევე მისი ოჯახის „კგბ“-სთან კავშირზე.

ხოლო მეორე თქვენმა ინტერვიუმ, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით ფიგურასთან, საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან და მის მიმართ თქვენმა არათუ პატივისცემის გამოხატულებამ, არამედ გადამეტებულმა სიყალბემ, გამოიწვია ჩვენში რეაქცია, რომელსაც დადებითს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ვის თუ არა თქვენ, ჟურნალისტსა და ინტერვიუერს მოგეხსენებათ, რომ აუდიტორიას, სურათის მეტი სიცხადისთვის ალტერნატიული ვერსიის წარმოჩენაც სჭირდება იმ ადამიანისგან, რომელმაც დეტალურად იცის მრავალჯერ ტანჯული საქართველოს პოლიტიკა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი დიალოგი შეიძლება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდეს.

იმედი მაქვს, რომ პროფესიონალური სიამაყე უფლებას არ მოგცემთ, ჩემი შემოთავაზება დააიგნოროთ.

იმსჯელეთ ჩვენი სამშობლოების ბედზე და ყველა კითხვას პასუხი სამართლიან ბრძოლაში გავცეთ,“ – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...