ორშაბათი, ივნისი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება - დავით...

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აღიარებაა. მისი თქმით, ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს აღებულ ვალდებულებებს და შესაბამისად ევროკავშირთან მოპოვებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება. მინისტრი ასევე საუბრობს ევროკომისიის დადებით შეფასებებზე, რომელიც Covid-19-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს უკავშირდება:

,,ეს ანგარიში საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აღიარებაა, წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, საფრთხე არ ემუქრება.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონსტექსთან“, ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ამასთანავე, პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ,,ატაშეების“ ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში.

რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს Covid-19-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის, საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

ასევე, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 ათას მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ბრძოლა “ქართულ ოცნებასა” და ქართულ საზოგადოებას შორის გადასულია მორალურ ჭრილში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია ქვეყანაში შექმნილ...

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს, იაგო ხვიჩიას ამომრჩეველზე გაუნათლებელი და უთავმოყვარეო ქართველი არ არსებობს”...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...