კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებამომავალი განათლებაშია და ამით უნდა იხელმძღვანელოს განათლების სფეროში...

მომავალი განათლებაშია და ამით უნდა იხელმძღვანელოს განათლების სფეროში ჩართულმა თითოეულმა მხარემ – ნანა ტოხვაძე

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, ‘’სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ და „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს და “ახალი ქართული გიმნაზიის” პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს სწავლის განახლების აუცილებლობაზე. ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიწუხოს და შექმნას განათლების ხელმისაწვდომობის პირობები სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები მოსწავლეებისთვის:

სულ რამდენიმე დღის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა გზამკვლევი მთავრობებისთვის, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს დაუბრუნონ ბავშვები და მასწავლებლები სკოლებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სკოლა არ არის მხოლოდ საგნობრივი ცოდნის შეძენის დაწესებულება, მას აქვს სააღმზრდელო და მოზარდთა სოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მზაობას ამ კუთხით, განათლების სამინისტრომ, სკოლების ხელმძღვანელებმა შეუძლებელი უნდა შეძლონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

საბედნიეროდ, მთელს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა. ეფექტური მართვის შემთხვევაში შესაძლებელია სექტემბრის პირველივე რიცხვებიდან დავიწყოთ სასწავლო პროცესი, რასაკვირველია, მოსწავლეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით, რადგან საქართველოს აქვს შესაფერისი მოცემულობა და სახელმწიფომ თავი უნდა შეიწუხოს შექმნას განათლების ხელმისაწვდომობის პირობები სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები მოსწავლეებისთვის. მომავალი განათლებაშია და ამ ეგიდით უნდა იხელმძღვანელოს განათლების სფეროში ჩართულმა თითოეულმა მხარემ.

სკოლის ‘’ლიდერთა ასოციაციის” აღმასრულებელი, ელზა ბადაშვილი ერთ-ერთი ინიციატორია პეტიციისა, რომელიც სასწავლო პროცესის 1 სექტემბერს დაწყებას გულისხმობს. მოვუწონეთ, მოვისმინეთ მისი არგუმენტები და ვთვლით, რომ გასათვალისწინებელია,” – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს მზარდ რეიტინგს” – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”

ოპოზიციაში ერთგვარი გარჩევების თემას საპატიმროდან ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...