spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხელისუფლების კიდევ ერთი ტყუილი დაპირება, რომ საერთაშორისო ფრენები...

ხელისუფლების კიდევ ერთი ტყუილი დაპირება, რომ საერთაშორისო ფრენები 1 ივლისს აღდგებოდა – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ 1 ივლისს ფრენების გახსნასთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ დაპირება, რომელიც მთავრობამ ფრენების აღდგენის თვალსაზრისით მისცა საზოგადოებას ტყუილი აღმოჩნდა, ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით ეკონომიკა განადგურებულია და მოსახლეობა შიმშილისთვის არის განწირული:

1 ივლისია და კიდევ ერთი ცრუ დაპირება, რომელიც მოგვცა გიორგი გახარიამ და მთავრობამ, რომ დღეიდან დაიწყებოდა საერთაშორისო ფრენები, არ შესრულდა. ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანა, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაფრინდეს ტურისტულად, ბიზნესისათვის და ამასობაში საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ კიდევ ერთი თვე საქართველო არ ხსნის საზღვრებს.

მსურს გახარიას მივმართო და ვკითხო: რას გვერჩით შიმშილით გინდათ ამოგვხოცოთ?! ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, ხალხი მშიერია ტურისტული სექტორი ფაქტობრივად განადგურებულია, აღარ გვაქვს ეკონომიკა, საზაფხულო სეზონი ფაქტობრივად ჩააგდეთ.

“Wizz Air” განცხადებას ავრცელებს, რომ საქართველოდან გადის. “Wizz Air”, რომელიც ყველაზე იაფიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ქუთაისის აეროპორტი ისე მოქოქა, რომ ფაქტიურად შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის.

ხომ გააკეთეთ დაპირება?! – ჩვენ წარმოგიდგინეთ ალგორითმი იმ ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, რომლითაც შეიძლებოდა ქვეყანაში ხალხის შემოყვანა. ე.წ კოვიდპასპორტი როგორ უნდა გაცემულიყო ტურისტებზე და თქვენ რამდენიმე დღით ადრე გვეუბნებით, რომ საზღვრებს არ ხსნით.

ადამიანებმა ბილეთები იყიდეს, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, რამდენ ემიგრანტს ჩამოსვლა და დაბრუნება სურდა საქართველოში, ყველა ამ ადამიანმა ფული დაკარგა.

ფაქტია, რომ ნდობა ხელისუფლების მიმართ ძალიან დაბალია. “Wizz Air” რატომ გადის ქვეყნიდან იცით? – იმიტომ, რომ არ სჯერათ, თქვენ ერთ თვეში მაინც თუ გახსნით საზღვრებს. თქვენი მიზანი ის ხომ არ არის შემთხვევით, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები ვერ ჩამოფრინდნენ საქართველოში? და ამ მიზანს გსურთ შესწიროთ ქვეყნის ეკონომიკა?! და შიმშილისათვის გასწიროთ მოქალაქეები?!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ მომზადებული ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ტურიზმის ამოქმედების მე-3 ეტაპზე განსაზღვრული იყო ფრენების აღდგენაც.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...