spot_img
მთავარიეს საინტერესოასაქპატენტის სასწავლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ცენტრი...

საქპატენტის სასწავლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ცენტრი ახალ პროგრამებს ამატებს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამების ახალ კატალოგს შესთავაზებს.

გეგმის მიხედვით ხორციელდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების საჭიროებებზე მორგებული კურსების შემუშავება. სასწავლო ცენტრი ნერგავს საუკეთესო პრაქტიკას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიასა და ინტელექტუალური საკუთრების რეგიონალური ორგანიზაციების სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობით.

აღნიშნული გეგმის პრეზენტაცია შედგა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ანა დალაქიშვილისა და WIPO-ს აკადემიის წარმომადგენლების დისტანციურ შეხვედრაზე, სადაც აკადემიის მესვეურებმა გამოთქვეს მზაობა მხარი დაუჭირონ სასწავლო ცენტრის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას. სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით, WIPO-ს აკადემია მონაწილეობას მიიღებს საქპატენტის სასწავლო ცენტრის პროგრამების შედგენაში და ქართველი ტრენერების გადამზადებასა და სერტიფიცირებაში. საქპატენტის სასწავლო ცენტრი WIPO-ს დახმარებით გაიხსნა და ის ერთადერთია საქართველოში, სადაც სასწავლო პროგრამებს უძღვებიან WIPO-ს მიერ სერთიფიცირებული ტრენერები ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში.

სასწავლო ცენტრის სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს – ინტელექტუალური საკუთრების დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...