კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაკეტოს ჩვენი ქვეყანა დასავლური ინვესტიციებისათვის...

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაკეტოს ჩვენი ქვეყანა დასავლური ინვესტიციებისათვის – გიორგი ვაშაძე

“საქართველოს სტრატეგიული ანალიზი ცენტრის” ორგანიზებით გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლურ ინვესტიციებზე ხელოვნური ბარიერების შექმნაზე, იმ დროს, როცა რუსული კაპიტალებისათვის გახსნილია. მმართველი პარტიის ოპონენტი აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება:

საქართველომ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი გააკეთა დასავლეთში ინტეგრაციისაკენ. დასავლეთში ინტეგრაცია, ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს საქართველოს გახსნას ამერიკული და ევროპული ინვესტიციებისათვის. პირველ რიგში ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის ამოსავალი წერტილი, ასევე ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ შემოვიდეს ყველაზე დიდი რესურსები ქვეყანაში, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები და ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. კონკრეტულად ფრონტერას შემთხვევაში ეს არის ენერგოდამოუკიდებლობისაკენ გადადგმული გზა.

ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ბარიერებს კი არ შეუქმნის დასავლურ ინვესტიციებს, არამედ პირიქით დაეხმარება, წაახალისებს, თუმცა სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ. დასავლურ ინვესტიციებს აქვთ პრობლემა, ხოლო რუსული ინვესტიციებისათვის ყველაფერი გახსნილია, დასავლურ კაპიტალს აქვს შეზღუდვები ქვეყანაში მათთან ვდაობთ საერთაშორისო არბიტრაჟებში, რუსულ კაპიტალს კი გახსნილი აქვს. მაგალითად გაზპრომის შეთანხმება, რომელიც უახლოეს პერიოდში გაგრძელდა და გაფორმდა.

სამწუხაროდ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის წერილები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის გამოგზავნილი და კონკრეტულ მტკიცებულებებზე აგებული, იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩაკეტოს ჩვენი ქვეყანა დასავლური ინვესტიციებისათვის,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...