სამშაბათი, აპრილი 29, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიადღევანდელი აქცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ქვეყნის მომავალს...

დღევანდელი აქცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ქვეყნის მომავალს ეხება – ზვიად ბაღდავაძე

„შეიგრძენი საფრთხე“ – ამ სლოგანით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. თეთრ ხიდზე შეკრებილმა არასმთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან ის იმერეთის რეგიონს საფრთხეს უქმნის.

დღეს აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა პოლიტიკური და არაპოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე შემოგვიერთდნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სხვა დროს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ იღებდნენ.

დღევანდელი აქცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ, საერთოდ, ქვეყნის მომავალს ეხება, რადგან რეალურად ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ. ამას წინასაარჩევნო პიარისთვის არ ვამბობ, მართლა ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშეა ჩვენი ქალაქი.

ჩვენ ყრუ და ბრმა მთავრობა გვყავს, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას გაითვალისწინონ ის რისკები, რაც შეიძლება ამ ჰესის მშენებლობამ მოუტანოს ჩვენ რეგიონს,“ – განაცხადა “ახალი საქართველოსა” და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა ზვიად ბაღდავაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად” – ნიკა გვარამია მმართველ პარტიაზე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე...

“ივანიშვილის პირადმა პრეზიდენტმა შორიახლოდან გაუღიმა ტრამპს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, ირონიული მინიშნებით,...

“სადაც არ უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი მან უკვე შეძლო ქართული პოლიტიკის ისტორიაში თავისი წვლილი...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით...

“ვუერთდები მსოფლიო სამძიმარს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სააკაშვილი

რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...