ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"შეაყარე კედელს ცერცვი" - გოგი წულაიას პერფორმანსი

“შეაყარე კედელს ცერცვი” – გოგი წულაიას პერფორმანსი

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ ქუთაისის პოლიციის მეორე რაიონული განყოფილების შენობას “ცერცვი” შეაყარა. ამ პერფორმანსით გოგი წულაიამ შერჩევითი სამართალი გააპროტესტა და მოქალაქეებს მოუწოდა დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადონ.

მისი თქმით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა პანდემიის დროს, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება აკრძალული იყო, კანონი დაარღვიეს. წულაიას განმარტებით, მერიის შენობის აივანზე 8 თანამშრომელი დისტანციის დარღვევით იყო გამოსული, თუმცა სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებით მათ ჯარიმა არ დაკისრებიათ:

ორი თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვნენ მერიის თანამშრომლები შეკრებილები, მაგრამ საქმის გამოძიება არ მომხდარა. ამათზეა ნათქვამი, “შეაყარე კედელს ცერცვი”, ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე, ნიშნად იმისა, რომ რეალურად, გამოძიება არ ხდება.

მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ თხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი!

მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან,” – განაცხადა გოგი წულაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 5 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, კანონი 8 737-მა პირმა დაარღვია. სულ, გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის 26 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი. დაჯარიმებულებიდან 8 716 ფიზიკური, ხოლო 21 იურიდიული პირია.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამას მისებურად “საკუთარი ფულის კომპლექსი” ქვიებია🤣” – გიგი უგულავა ივანიშვილზე

"ერთიანობა ნაციონალურიუ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას...

"სტრატეგია აღმაშენებელი" მწვავე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის,...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...