კვირა, მაისი 5, 2024

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტი ქუთაისში “ლჯ და კომპანია”-ში მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი დაემატა.

52 წლის მამაკაცი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს. მას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და თბილისის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.

როგორც ქუთაისის ინფექციურში აცხადებენ, პაციენტი გერმანიიდან 8 ივნისს ჩამოვიდა და საკარანტინე სივრცეში ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კლინიკაში მოათავსეს.

როგორც კლინიკა “ლჯ და კომპანია”-ში ამბობენ, პაციენტის ქუთაისში გადმოყვანა მისი სურვილით მოხდა, რადგან ის წარმოშობით ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არის. მათივე ინფორმაციით, 52 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას თანმხლები დაავადებები არ აქვს.

ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 4 პაციენტი მკურნალობს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული