კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოში ჩამოყალიბებულია საბანკო მონოპოლია, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილისა და...

საქართველოში ჩამოყალიბებულია საბანკო მონოპოლია, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სესხები და კრედიტებია, რომლის გაიაფებაც შესაძლებელია, ამისათვის ოპოზიციონერი ლიდერი ორ ინიციატივას წარმოადგენს, – ექვსი თვის მანძილზე გადავადებულ სესხებზე პროცენტი უნდა ჩამოიწეროს და ექვსი თვის შემდეგ ყველა საპროცენტო განაკვეთი უნდა განახევრდეს, რომლის რესურსიც არის:

პრეზენტაცია ეხება ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რაც დღეს საქართველოშია, სესხები და კრედიტები. გამიზნულია პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობისათვის, რათა გაჩვენოთ, რომ შესაძლებელია კრედიტები აბსოლუტურად ყველასათვის გავაიაფოთ, რადგან უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ვიხდით სესხებში და რაც მთავარია მთავრობისათვის, პირადად გახარიასთვის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის. ცრუ საქმით ნუ ხართ დაკავებულები და თქვენს ბიზნესებს ნუ კი ასუბსიდირებთ, არამედ ხალხის პრობლემა რაც არის, იმაზე იზრუნეთ.

3.420 მლრდ ლარი არის, 2016-19 წლებში ქართული ბანკების მოგება. 3-ჯერ მეტია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე დაახლოებით 3-ჯერ მეტია ქართული ბანკების მოგება, ვიდრე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია საბანკო მონოპოლია, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.

იმისათვის, რომ არ გაკოტრდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, იმისათვის, რომ არ გაკოტრდეს ქართული ბიზნესი და არ განულდეს ქართული ეკონომიკა გთავაზობთ ორ კონკრეტულ ინციატივას:

1. ექვსი თვის მანძილზე გადავადებულ სესხებზე პროცენტი უნდა ჩამოიწეროს;

2. შემდგომ ეტაპზე ყველა კრედიტის პროცენტი უნდა განახევრდეს;

ამისთვის საჭიროა სამი ნაბიჯი:

  1. ეროვნულმა ბანკმა ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა გაატაროს;

2. უნდა შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი;

3. უნდა შემცირდეს სარეზერვო განაკვეთები;

ეს დათვლილია საუკეთესო ეკონომისტებთან ერთად, რომ ეს შესაძლებელია და ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ. ყველას უნდა ჩამოეწეროს ექვსი თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტები და უნდა განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი მომავალში და არა ისე, როგორც ახლა ზრდიან. ურეკავენ კლიენტებს ბანკები და ეუბნებიან, რომ გაეზარდათ ადამიანებს პროცენტი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...