შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად...

ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად – მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იყო მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან ახდენდა ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის სიძლიერე:

მთავრობამ არა 140 მილიონიანი, არამედ 700 მილიონზე მეტი ლარი შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტებით. ეს, ძალიან დიდ წილად, მოიცავს განთავსების ობიექტებს და აქვე განგიმარტავთ და შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა იყო გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან ყოველ თვე – მარტში, აპრილში და მაისში ახდენდა ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებას, აუმჯობესებდა დახმარების პაკეტს.

სასტუმროების ინდუსტრია იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელთანაც ამოქმედდა სხვადასხვა ინსტრუმენტი და აქაც განვმარტავ, რომ უშუალოდ სასტუმროების მოთხოვნა რაც იყო, ეს შეეხებოდა ქონების გადასახადის ჩამოწერას, ეს შეეხებოდა საშემოსავლო გადასახადის გადავადებას, ბანკის კრედიტის სესხის სუბსიდირებასაც კი. ფაქტობრივად ყველა ეს მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის სიძლიერე.

განთავსების ობიექტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ინდუსტრიისთვის, რადგან ისინი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები არიან და დღეს, ჩვენ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის თხოვნა, რაც კი ინდუსტრიას ჰქონდა, მთავრობის მხრიდან დაკმაყოფილებულია. სიღრმეში, რომ შევიდეთ აქ არის ასევე დახმარების პაკეტები ტურისტული კომპანიებისათვის, ისევე როგორც სარესტორნო ბიზნესებისთვის და სხვა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ძალიან ფრთხილად და გადაზღვეულად. ასევე ისაუბრა კოვიდ19-თან საქართველოს წარმატებული ბრძოლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა უცხოურ გამოცემებში მოხვდა.

ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგან ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია და ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო ინდუსტრია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის. ჩვენ ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო კოვიდ19-თან წარმატებული ბრძოლით და ზუსტად ამიტომაც არის საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი.

ასევე, ყველა ვკითხულობთ საერთაშორისო გამოცემების შეფასებას, მათ შორის“forbes” და“Washington post” სადაც საქართველო დასახელებულია ტოპ 7 ან ტოპ 10 ქვეყანას შორის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის უსაფრთხო ქვეყანა.

ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად. მიმდინარეობს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. ჩვენ, ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან და მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ესაა მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“სანაგვეზე მოსროლილი მოძალადე ქოცები – უბრალო ჭიაღუები ხდებიან…” – ხატია დეკანოიძე

შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...